თუ გვინდა, ობიექტურობასთან ახლოს მივიდეთ, გაუგებარია, რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის უარი კვლევის ჩატარებაზე - პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საქართველო, თბილისი - 13:01 | 21.12.2022
ნანახია: 182

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, როცა საუბარია მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, გაუგებარია, რატომ აცხადებს  უარს თავად მსჯავრდებული ნიმუშების მიცემაზე.

ურთქმელიძის თქმით, ყველა ადამიანს სისხლშიც, თმაშიც და ყველანაირ ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მოწამვლას.

„რადგან ასეთი რამ გაჟღერდა, მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, თუმცა, ნიმუშების მოცემაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხადა. თუ გვინდა, ობიექტურობასთან  ახლოს მივიდეთ და გვინდა, დავადასტუროთ, არის თუ არა აქ რაიმე − რას ემსახურება ანალიზის არმიცემა, გაუგებარია. დღესაც, რამდენადაც ვიცი, უარი განაცხადა კვლევის ჩატარებაზე. ეს რას ემსახურება − თქვენ გადაწყვიტეთ. რაც ვნახეთ და შევისწავლეთ, თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს. ძალიან ვთხოვთ ყველას, უმიზეზო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. რა მოწამვლაზეა საუბარი − ეს უკვე გროტესკია. ყველას გვაქვს სისხლშიც, თმაშიც და ყველანაირ ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს მოწამვლას. ფაქტი ფაქტთან რჩება, რომ ეს არის ნამდვილად  საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ: მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ“, − განაცხადა ჟურნალისტებთან მალხაზ ურთქმელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე