ზელენსკის, შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია აქვს და საკითხს არასწორად ხედავს, თუ რაიმეა შეუფერებელი და რეპუტაციისთვის დამაკნინებელი, ეს თავად სააკაშვილის მოქმედებებია - სარჯველაძე

საქართველო, თბილისი - 12:28 | 20.12.2022
ნანახია: 197

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, მიზეილ სააკათვილთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
მისი თქმით,  თუ რაიმეა შეუფერებელი და რეპუტაციისთვის დამაკნინებელი, ეს თავად სააკაშვილის მოქმედებებია.

„საუბედუროდ, რა მდგომარეობაც არის უკრაინაში, ეს ალბათ განაპირობებს იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული, მსჯავრდებულია და როგორ მიმდინარეობს საპატიმრო პროცედურები მასთან მიმართებით. შეიძლება, არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული და საკითხს არასწორად ხედავს. შესაძლოა, მსგავსი მოწოდების მიზეზი ეს არის. თუ რამეა შეუფერებელი და არასათანადო, ეს არის უკრაინის მოქალაქის და უკრაინაში თანამდებობის პირის, მიხეილ სააკაშვილის ჩამობრძანება, საზღვრის გადმოკვეთა და ინსინუაციები, მაგალითად, არაჟნები და ჩანაწერები, თითქოს გატაცებას აქვს ადგილი და მსგავსი ტიპის სიმულაციები. თუ რაიმეა შეუფერებელი და რეპუტაციისთვის დამაკნინებელი, ეს თავად სააკაშვილის მოქმედებებია.

შეიძლება, სწორად ვერ აღიქვამდეს ან არ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია. ვიცით, ბევრი ადამიანია იქ, მათ შორის ზელენსკის გარემოცვაში, რომელსაც მიკერძოებული, კონკრეტული ინტერესი აქვს სააკაშვილთან და „ნაციონალურ მიძრაობასთან“ მიმართებით. ამიტომ, პირადად მე არ მიკვირს, რომ ზელენსკის არასწორი ინფორმაცია და არასწორი შეხედულებები ჰქონდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სააკაშვილის უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე