მინდა, „ქართულ ოცნებას“ შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონა მის ფიზიკურ წონასთან ერთად არ იკლებს - ხათუნა სამნიძე

საქართველო, თბილისი - 12:26 | 20.12.2022
ნანახია: 196

მინდა, „ქართულ ოცნებას“ შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონა მის ფიზიკურ წონასთან ერთად არ იკლებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადების კომენტირებისას თქვა.

„ქართული ოცნება“ ხედავს, რომ ამჯერად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ უმნიშვნელოვანესია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. შეთავაზება არის, რომ გაყვანილი იყოს ქვეყნის გარეთ, რადგან საქართველოში, როგორც ვხედავთ, არ არის უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობის დაცვა“, – განაცხადა სამნიძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სააკაშვილის უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე