ვგეგმავ, მომავალ კვირას მიხეილ სააკაშვილის მონახულებას - მიტროპოლიტი გრიგოლი

საქართველო, თბილისი - 16:44 | 18.12.2022
ნანახია: 157

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი გეგმავს, მომავალ კვირას პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მოინახულოს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა.

"ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, ადამიანები დაბნეულებიც კი არიან. მე ვგეგმავ, მომავალ კვირაში პატიმრების და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას. ალბათ, რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ. რა თქმა უნდა, კადრები ნანახი მაქვს, თუმცა სრული ინფორმაცია ნამდვილად არ ვიცი. კადრები ხშირად ისეთი ჯადოქრობის ქვეშ გადიან ხოლმე...

მე ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საშუალება, სრული მკურნალობა მიიღოს, რათა დაცული იყოს მისი, როგორც ადამიანის, როგორც პიროვნების, როგორც პატიმრის სიცოცხლე", - თქვა მიტროპოლიტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე