მოთავსებულია აკვარიუმში, სადაც კლავენ - გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 16:40 | 18.12.2022
ნანახია: 174

ყოველი მაგისი ამოსუნთქვა, ყოველი მაგისი მოქმედება, როგორიც არ უდნა იყოს, არის კონტროლის ქვეშ და ფაქტიურად მიდის ტრანსლაცია ამის - განაცხადა დღეს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივა მედის" დატოვების შემდეგ.

მისი თქმით, ის, რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ვითარდება არის სიკვდილით დასჯა.

"კადრების გამოქვეყნება, ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი მისი ჯანმრთელობისთვის. ფაქტობრივად, მიმდინარეობს მკვლელობა ადამაინის. არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ. ყოველი მაგისი ამოსუნთქვა, ყოველი მაგისი მოქმედება, როგორიც არ უდნა იყოს, არის კონტროლის ქვეშ და ფაქტიურად მიდის ტრანსლაცია ამის ქვეყნიერებაზე. როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი საერთოდ, ამას ცხოვრება ჰქვია საერთოდ? ეს არის სიკვდილით დასჯა, [სიკვდილ] მისჯილი ადამიანია."- თქვა მიხეილ სააკაშვილის დედამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე