ჩემს არც თუ ისე პატარა დედას, ამცირებენ და მერე ვინმეს უკვირს, მწყობრიდან რატომ გამოვდივარ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:19 | 17.12.2022
ნანახია: 263

მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან წერილს ავრცელებს და წერს, რომ კლინიკაში მის სანახავად მისულ დედას, გული ალასანიას საავადმყოფოფს მოსაცდელში ალოდინებენ და ამცირებენ.

ექსპრეზიდენტის წერილი ჟურნალისტებთან გიული ალასანიამ წაიკითხა.

"ყოველ ჯერზე საკვების შემოტანაზე, ჩემს არც თუ ისე პატარა დედას, ამცირებენ და საათობით აცდევინებენ და მერე ვინმეს უკვირს, მწყობრიდან რატომ გამოვდივარ. მინდა ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმახორციებლებს, თქვენ დედები საერთოდ გყავთ?! გასაგებია, რომ პუტინისგან ჩემი მკვლელობა გაქვთ დავალებული და ამ მიზნით მომწამალეთ და ყველა სხვა დანაშაულს ჩადიხართ, მაგრამ დედაჩემი რა შუაშია? საღამოს სახლში რომ მიხვალთ ბარბარობის აღსანიშნად, კმაყოფილები რომ დღესაც დაამცირეთ დამსახურებული პროფესორი, იქნებ პირჯვრის გადაწერისას, ერთხელ მაინც ჩაიხედოთ სარკეში და იქნებ სადმე სინდისის და ადამიანურობის ნატამალი აღმოაჩინოთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე