საქართველოს ბანკისა და EBRD-ის დახმარებით კომპანია „დეილი“ 50 ახალ ფილიალს გახსნის
საქართველო, თბილისი - 18:00 | 16.12.2022 ნანახია: 1148საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს ბიზნესების გაძლიერებას. ამ მიზნით, ბანკმა და EBRD-მა მაღაზიების ქსელ „დეილისთან“ ერთად პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის შედეგადაც კომპანია 50 ახალ მაღაზიას გახსნის.
პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონ ლარს აღემატება, რაც სრულად ახალი მაღაზიების გახსნას მოხმარდება.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით დასავლეთ საქართველოში ახალ მაღაზიებს გავხსნით. კომპანია „დეილი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ამ დრომდე კომპანია ჯამში 158 ფილიალს აერთიანებს. აქედან 1 მაღაზია თბილისშია, 16 აღმოსავლეთ, ხოლო 141 დასავლეთ საქართველოში, რომელსაც კიდევ 50 ახალი მაღაზია 2023 წლის ბოლომდე შეემატება. ჩვენს მაღაზიათა ქსელში შერეული პროდუქცია იყიდება, თუმცა გვაქვს საკუთარი წარმოების საკონდიტრო და სამზარეულოს ხაზი, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ახალ ფილიალებშიც შევთავაზებთ“, - განაცხადა კომპანია „დეილის“ დირექტორმა, დავით კუხალაშვილმა.
„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბანკის, EBRD-ისა და კომპანია „დეილის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისა და რეგიონული განვითარებისკენ არის მიმართული. კომპანია „დეილი“ დასავლეთ საქართველოში 50 ახალ მარკეტს გახსნის, რაც ბიზნესის გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის წახალისებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ სვანიძემ.
„მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ბიზნესს, რომელიც საკმაოდ მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, EBRD-სა და კომპანია „დეილის“ შორის Skills in Business და FINTECC გრანტების შესახებაც გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც კომპანიას ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებაში, არსებული თანამშრომლების გადამზადებაში და გამოცდილი სამუშაო ძალის შენარჩუნებაში. კომპანიას ასევე დაეხმარება გრანტები, რათა შეიძინოს ახალი და ენერგოეფექტური დანადგარები“, - განაცხადა EBRD-ს კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა