ხატია დეკანოიძის თქმით, მანდატების დატოვების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება

საქართველო, თბილისი - 14:36 | 16.12.2022
ნანახია: 274

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, განიხილავენ ყველა ბერკეტს, რომელსაც შედეგი ექნება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მანდატების დატოვების საკითხი პარტიაში არ განიხილება.

„ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს, მაგრამ იმ ბერკეტებს, რომლებსაც შედეგი ექნება. ჩვენი ბერკეტები უნდა იყოს საერთო კომპლექსში განხილული, მათ შორის, რა დააყენებს შედეგს მიშასთან მიმართებით. მესმის, შეიძლება ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, ამომრჩევლებს კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეთ, მაგრამ მე, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც ძალიან განიცდის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ეს იქნება საჭირო. ახლა არ განიხილება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე