სააკაშვილს მიაჩნია, რომ გავრცელებული კადრები არის პოლიტიკური პორნოგრაფია - გიული ალასანია

საქართველო, თბილისი - 21:10 | 15.12.2022
ნანახია: 191

გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ყოფილი პრეზიდენტის დედის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ გავრცელებული კადრები პოლიტიკური პორნოგრაფიაა.

„როგორც შევამჩნიე, გავრცელებული კადრები ყველაზე აქტუალურია. თვითონ მას მიაჩნია, რომ პოლიტიკური პორნოგრაფია, რაც მან ნახა. სხვათაშორის, ერთ-ერთ კადრში მეც ვარ. ვიღაც თავის მომჭრელებმა თავი მომჭრეს კადრში, მაგრამ ეს ნამდვილად მე ვარ. მე რომ ვნახე, ისევ ისე ძალიან გამხდარი და უჭმელი იყო. უმადობა აქვს. ცოტა ხანი ვიყავი და არც კი მიკითხავს სიცხე და რაღაც, ალბათ ჩვეულებრივადაა, ორი დღე არ ვყოფილვარ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე