ადამიანი შურისმაძიებელი არსებაა, მაგრამ როცა შურისძიება ეროვნული სპორტი ხდება, იმ ერის მომავალი ძალიან ბუნდოვანია - დათო გორგილაძე
საქართველო, თბილისი - 18:07 | 15.12.2022 ნანახია: 257ადამიანი შურისმაძიებელი არსებაა, მაგრამ როცა შურისძიება ეროვნული სპორტი ხდება, იმ ერის მომავალი ძალიან ბუნდოვანია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი, საზოგადოებრივი არხის წამყვანი დათო გორგილაძე წერს. ის 14 დეკემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას ეხმიანება.
"საბჭოთა რეჟიმს ჰქონდა სასტიკი მეთოდი, რომელშიც მისი დამხმარე ფსიქიატრიული საავადმყოფო იყო - პოლიტიკურად მიუღებელ ადამიანებს სასამართლოს განჩინებით გაამწესებდნენ ხოლმე იქ და ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად გადაჰყავდათ ჭკუიდან.
ბროდსკი ამის მაგალითია. შუაღამისას, ღრმა ძილში მყოფს უცაბედად აღვიძებდნენ და ყინულივით ცივ აბაზანაში აგდებნენ. მერე ზეწარს შემოახვევდნენ და ცხელ გამათბობელთან აწვენდნენ (ვითომდა მზრუნველობის მიზნით). ზეწარი შრებოდა და პირდაპირი მნიშვნელობით ეზრდებოდა კანს.
არსებობს ვერსია, რომ ძილში მყოფს დეკორაციას უცვლიდნენ პალატაში, სადაც განგებ არღვევდნენ ავეჯის პროპორციებს - სკამი მაგიდაზე დიდი იყო, კარადა საწოლზე პატარა [ეს წაკითხული მაქვს, მაგრამ ახლა ვერ მივაგენი სანდო წყაროს. პ.ს ეს იყო გუშინდელი პოსტის წაშლის მიზეზი].
„ეს იყო ყველაზე ცუდი რამ, ჩემს ცხოვრებაში" - ამბობს ბროდსკი.
ბროდსკი გადაურჩა რეჟიმს. მაგრამ ბევრი ვერ დაუძვრა ხელიდან და ჩარჩა სამუდამოდ იმ წიაღში.
ლეგიონია მათი სახელი.
ახლა გუშინ გავრცელებულ კადრებზე:
ხელისუფლების ეს ნაბიჯი ადამიანობისგან რომ სრულად ცარიელია მათემატიკური სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ. არაჰუმანურია, მაგრამ არაგასაკვირი. გვინახავს აქამდეც.
შემზარავი ის არის, რომ დროთა განმავლობაში, თვალსა და ხელ შუა ეს ყველაფერი რეალითი შოუს თუ სატელევიზიო სოციალურ ექსპერიმენტს დაემსგავსა, რომლის მონაწილეებიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჩვენც ვართ.
რა თქვს გუშინდელი კადრებით? სხვადასხვა აუდიტორიისთვის სხვადასხვა რამ:
1. სააკაშვილის მომხრეებს უთხრეს: „ხედავთ, რას დავამსგავსეთ თქვენი ლიდერი? - გავაგიჟეთ, შევშალეთ, მაგრამ ჯერ სად ხართ";
2. სააკაშვილის მოძულეებს მიუგეს: „აჰა თქვენ შურისძიება - მიიღეთ ხონჩით, გადაიღეთ, მიირთვით, შეგარგოთ";
3. პოლიტიკოსებს აჩვენეს, რომ ყველასთვის შეუძლიათ იმავეს გაკეთება;
4. საკუთარ მხარდამჭერებს მიანიშნეს, ეს ყოველთვის ასეთი იყო და ხედავთ რისგან გიხსენითო?! ცოტა დაყვედრებასაც ჰგავდა.
5. ნეიტრალურ ამომრჩეველს უჩვენეს: "ცოცხალია აგერ. ხელ-ფეხსაც რა მარდად იქნევს. რა ეტყობა ამას ცუდად მყოფის".
მოკლედ, ამ ქვეყანაში ყველა კერძს ჰყავს თავის მუშტარი. საწყენი ისაა, რომ ეს „ჯანქ ფუდი" გახადეს ჩვენი ყოველდღიური რაციონი.
აი, ყველაზე მეტად სახიფათო გავრცელებულ კადრებზე ადამიანების არათუ მომღიმარი, არამედ ახარხარებული რეაქციებია. ჟინითა და დორბლით აღსავსე. „ახია", „მეტის ღირსია", „აბა რა ეგონა"...
ადამიანი შურისმაძიებელი არსებაა, მაგრამ როცა შურისძიება ეროვნული სპორტი ხდება, იმ ერის მომავალი ძალიან ბუნდოვანია.
„რა მოხდა მერე, ცოტა ხნით მიიძინოს დემოკრატიამ, ადამიანობამ. ქრისტემაც მიიძინოს. ამ ერთხელ არაფერი უშავს".
არადა, პირველ რიგში სააკაშვილის მოძულეებისთვის უნდა ყოფილიყო ეს სურათი საგანგაშო სიგნალი. თუ მათ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ეჯავრებათ (მათ შორის მისი მმართველობისას პენიტენციურ სისტემაში მომხდარი დანაშაულების გამო), რა გამოდის? უარესს აკეთებენ? ჰგონიათ ტაშის დაკვრა და ხელისუფლების წახალისება მონაწილეობა არ არის? იქნებ უარესიცაა.
ქვეყანას, სადაც ადამიანები ღირსეულად ცხოვრობენ, აშენებს ჰუმანური და კანონმორჩილი საზოგადოება. და არა სასიკვდილო სატელევიზიო რეალითი შოუს შემყურე, სიკვდილით მოსეირე ხალხი", - წერს გორგილაძე.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა