ცნობილი ნარატივი, რომ კვდება, აღმოჩნდა ტყუილი. კი არ კვდებოდა თურმე, უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს აყენებდა მედპერსონალს - მდინარაძე სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 13:45 | 15.12.2022
ნანახია: 247

ცნობილი ნარატივი, რომ კვდება, აღმოჩნდა ტყუილი. კი არ კვდებოდა თურმე, უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს აყენებდა მედპერსონალს, - ამის შესახებ რაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მას შემდეგ, რაც მისი სიცრუე გამოვლინდა, საკითხის ფორმალურ მხარეზე ცდილობენ ყურადღების გადატანას.

„სამართლებრივ და ფორმალურ მხარეზეა ყურადღება გადატანილი, რომ გადაიფაროს რეალურად რაც ხდება. სპეკულაცია და სიყალბე რომ გადაიფაროს, რაც გამოაშკარავდა მესამედ, ამის გადატანის მცდელობაა ფორმალურ მხარეზე. სამართლებრივი ტესტი წინა ორ შემთხვევაში გავლილი აქვს, რამდენად კანონიერი, უკანონოა. პატივისა და ღირსების ნაწილში თუ რაიმე შეიძლება, ყოფილიყო, სამინისტრომ ასეთი კადრების გასაჯაროებაზე, როგორც ჩანს, თავი შეიკავა. პირველად გამოაშკარავდა, თითქოს შიმშილობდა და გახდა ცნობილი, რომ ტყუილი იყო ეს. მეორედ იყო წამება, თითქოს აწამებდნენ და მესამე შემთხვევაში, სპეცოპერაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ჩავარდა. ცნობილი ნარატივი, რომ კვდება, აღმოჩნდა ტყუილი. კი არ კვდებოდა თურმე, უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს აყენებდა მედპერსონალს და ა.შ. რაც შეეხება მის სიმულაციას. სიმულაციამ აჩვენა შემდეგი – მან ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა შიმშილობის თვალსაზრისით, 50 დღეზე მეტი იშიმშილა, ახლა რეკორდი მოხსნა მოკლე შიმშილობის თვალსაზრისით, სამი საათი იშიმშილა. ასეთ აბსურდულ რეალობასთან გვაქვს საქმე. მხილებული იქნა, როგორც ნაცმედია, ასევე უცხოელი ლობისტები, „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერის წარმომადგენლები. სოციალური ქსელები აჭრელებულია, პრეტენზიაც კი წამოვიდა ხელისუფლების მიმართ, რატომ არის ეს ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც კადრულობს სამედიცინო პერსონალის მიმართ“, – განაცხადა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე