იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა, საზოგადოებაში ისედაც სერიოზული დაპირისპირება უფრო გააღრმაოს - ალექსანდრე რაქვიაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:42 | 15.12.2022
ნანახია: 190

იუსტიციის სამინისტრომ რატომღაც გადაწყვიტა, ჩვენს საზოგადოებაში ისედაც სერიოზული დაპირისპირება უფრო გააღრმაოს. ძალიან უცნაურად მოიქცა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„იუსტიციის სამინისტრომ რატომღაც გადაწყვიტა, ჩვენს საზოგადოებაში ისედაც სერიოზული დაპირისპირება უფრო გააღრმაოს. ძალიან უცნაურად მოიქცა. ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც ითხოვდნენ კადრების გასაჯაროებას, მაგრამ ალბათ ჯერ მათი თანხმობა იქნებოდა საჭირო. მინისტრი რომ გამოსულიყო და ეთქვა, სწორი არ არის და თუ თქვენ თანახმა ხართ, ამა და ამ დღის ჩანაწერებს გავასაჯაროებთ, ეს იქნებოდა სწორი გზა. მიუხედავად იმისა, რა პასუხი წამოვიდოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან, ნებისმიერ შემთხვევაში, პრეტენზიები იუსტიციის სამინისტროსთან არ ექნებოდა. რა ფორმით და შინაარსითაც გაკეთდა, ფაქტობრივად, პროტესტის უფრო მეტად გაღრმავებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები უფრო გამწარდნენ. კიდევ უფრო მეტი ჩხუბისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც ცუდია. ამ თემამ შეიძლება, უფრო გადაფაროს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

გუშინ, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას".

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე