პოლიტიკური შურისძიების გამო არ უნდათ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ონლაინზე. მთელი ამ სისხლის სამართლებრივი დანაშაულებების ავტორი არის საქართველოს ხელისუფლება - დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 13:12 | 15.12.2022
ნანახია: 189

ხელისუფლებამ, კერძოდ რატი ბრეგაძემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც რეალურად არის მკვეთრი გამოხატულება, რომ სახელმწიფო არღვევს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, არღვევს ადამიანის პირადი სივრცის უფლებებს, რაც გულისხმობს, რომ მისი თანხმობის გარეშე რაიმე კადრის ან ფარული თვალთვალის და მიყურადების გამოქვეყნება არის კატასტროფა და სისხლის სამართლის დანაშაული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„კადრები შედგება სხვადასხვა დროის მონაკვეთებისგან და მე ვარ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა და აქვს საშუალება ამ დროის მონაკვეთებში მისი მონახულების. კერძოდ, დღეს მიხეილ სააკაშვილი არის გაცილებით უფრო მძიმე, უმძიმეს მდგომარეობაში, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად. სწორედ ეს მეტყველებს, რომ ზოგადად ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, დაიცვას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება. მისი ჯანმრთელობა არის კატასტროფული. მაშინ, როდესაც პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი უტიფრად საუბრობდა, რომ არ არსებობდა შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილი ჩაერთოთ ონლაინ პროცესზე, ესეც გაბათილდა ამით. ისინი პოლიტიკური შურისძიების გამო არ აპირებენ და არ უნდათ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ონლაინზე. მთელი ამ სისხლის სამართლებრივი დანაშაულებების ავტორი არის საქართველოს ხელისუფლება. სისხლი სამართლის დამნაშავეა რატი ბრეგაძე თვითონ“, – განაცხადა დეკანოძემ.

გუშინ, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე