შალვა ხაჭაპურიძის თქმით, კადრების გასაჯაროვების გამო იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ

საქართველო, თბილისი - 11:48 | 15.12.2022
ნანახია: 213

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, კადრების გასაჯაროვების გამო იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ.

"დაახლოებით, 1 საათში იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ შეგვაქვს საჩივრები. ეს საჩივრები გამზადებულია, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ფაქტთან დაკავშირებით.

[...] სააკაშვილი ვისაც არ უყვარდა, ამ კადრებმა მის მიმართ თანაგრძნობა გამოიწვია. კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს კადრები არის ზუსტად იმის დამამტკიცებელი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით - დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება, გონებას კარგავს, ძირს ეცემა და ა.შ.

სულ ვამბობ, ძალიან მიჭირს, იუსტიციის მინისტრის აზრებს რაღაც ახსნა მოვუძებნო. მათ ერთადერთი მიზანი ჰქონდათ - საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ სააკაშვილი ვითომ სიმულიანტობს, მაგრამ რა სიმულიანტობაა, სად არის იქ სიმულიანტობა, კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში," - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

გუშინ, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე