21-ე საუკუნეში, ისეთ მოწინავე ადგილას, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების საშუალება - პაველ ჰერჩინსკი

საქართველო, თბილისი - 11:37 | 15.12.2022
ნანახია: 195

რთული გასაგებია, თუ რატომ გახდა შეუძლებელი მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოში წარდგომა. ვიმედოვნებ, რომ ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, ეს ონლაინ გააკეთოს, რადგან მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ევროკავშირი შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არსებული ცნობების გამო. ჩვენ ეს საკითხი წამოვწიეთ შესაბამის ორგანოებთან აქ, საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის უფლებები სრულად იქნება დაცული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას მისცემენ შესაძლებლობას, წარდგეს სასამართლოს წინაშე 21-ე საუკუნეში და ისეთ მოწინავე ადგილას, როგორიც თბილისია. რთული გასაგებია, თუ რატომ გახდა შეუძლებელი მისთვის სასამართლოში წარდგომა. ვიმედოვნებ, რომ ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, ეს ონლაინ გააკეთოს, რადგან მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული. მოხარული ვარ, რომ მან გადაწყვიტა, აღარ გააგრძელოს შიმშილობა, რადგან ეს ხელს არ შეუწყობდა მის ჯანმრთელობას. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მის ჯანმრთელობას და ველით შემდეგ ნაბიჯებს, რომელსაც ქართული სასამართლო დაადგენს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე