ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც არ სცემენ პატივს ელემენტარულ პრინციპს, რასაც ჰქვია სამართლის უზენაესობა - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:15 | 14.12.2022
ნანახია: 217

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში გუშინ გამართული დებატების შეფასებისას აცხადებს, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობა მიუღებელია.

„რაც შეეხება მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობას, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და ჩვენ ვცდილობთ,  მაქსიმალურად შევიკავოთ თავი განცხადებების კეთებისგან ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება პატიმარს, მის პატიმრობას, გათავისუფლებას, თუ ა.შ. ჩვენ ვცდილობთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ. აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ევროპარლამენტარები ცდილობენ, განახორციელონ პოლიტიზებული ჩარევა მართლმსაჯულებაში.

ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას, რაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და რაც არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც არ სცემენ პატივს ელემენტარულ პრინციპს, რასაც ჰქვია სამართლის უზენაესობა, რაც კიდევ ცხადყოფს, რომ კორუფციის კუთხით, კორუფციას ბევრი სახე აქვს, არა მარტო ფულთან შეიძლება, ჰქონდეს შეხება კორუფციას, კორუფციის კუთხით არის სერიოზული პრობლემები ევროპარლამენტში. დოკუმენტი, რომელიც განიხილება ევროპარლამენტში და დებატები, რომელიც გაიმართა, ამის კიდევ ერთი დასტურია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე