ცდილობენ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი - შალვა ხაჭაპურიძე

საქართველო, თბილისი - 13:31 | 14.12.2022
ნანახია: 194

ყველაფერს ცდილობენ ახლა რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი, - ამის შესახებ განაცხადა დვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილს ისევ არ მიეცა
სასამართლოზე დასწრებისა და ჩართვის საშუალება.

ხაჭაპურიძის თქმით, ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი.

 "ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, მეტი რა შეფასება უნდა გააკეთო, პატიმარი ვერ ჩართეს თურმე 2 კილომეტრიდან, წავალ ახლა და ტელეფონით ჩავრთავ. შიში, გაუგებარი, რაც ჩაიდინეს ამ პატიმრის მიმართ ყველაფერს ცდილობენ ახლა რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი. სხვა არაფერი არ ქვია ამას." განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო მოსამართლემ 22 დეკემბრისთვის გადადო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე