ევროპარლამენტში გუშინდელი დებატებისას აღარავინ უხსენებია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის უკანონოდ დაკავებული - პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:15 | 14.12.2022
ნანახია: 197

ევროპარლამენტში გუშინდელი დებატებისას აღარავინ უხსენებია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის უკანონოდ დაკავებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი  თქმით, ევროპარლამენტში წერტილი დაესვა საკითხს, მიხეილ სააკაშვილი კანონიერად იხდის თუ არა სასჯელს და ყველას მოუწია აღიარება, რომ სააკაშვილის სასჯელი კანონიერია.

„რაც შეეხება გუშინდელ დებატებს, მგონი, ყველას მოგვხვდა თვალში, რომ მთელი დებატების განმავლობაში, არავინ, არც ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერია, საერთოდ არავინ. ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიღწევა იმ დისკუსიისა, რომელიც მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ შედეგი – გუშინ საერთოდ არავის უხსენებია სიტყვა პოლიტპატიმარი, უკანონო განაჩენი, გათავისუფლება იმის გამო, რომ არის უკანონოდ დაჭერილი. ამით წერტილი დაესვა, მათ შორის ევროპულ პარლამენტში საკითხს, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასჯელს კანონიერად იხდის, თუ – არა. წერტილი, ეს არის კანონიერი განაჩენი, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, ეს აღიარებულია, გუშინ არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. ყველა ვთანხმდებით და ჩვენი თვალით ვნახეთ, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, აღარავინ ახსენებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის უკანონოდ დაკავებული, პოლიტპატიმარი და ა.შ. ეს თემა დახურულია, მიხეილ სააკაშვილი იხდის კანონიერ სასჯელს"- თქვა პაპუშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე