საქართველოს ბანკი მომხმარებელს გადახდის მრავალფეროვან მეთოდს სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 11:48 | 14.12.2022 ნანახია: 1086საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ლოიალური კავშირის გაძლიერებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უწყობს ხელს. სწორედ ამ მიზნით, კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, საქართველოს ბანკმა გადახდის ისეთი მრავალფეროვანი მეთოდები შექმნა, რომლებიც სრულად ერგება მომხმარებლისა და ბიზნესის საჭიროებებს სხვადასხვა სახის პროდუქტისა თუ მომსახურების როგორც მისაღებად, ასევე გასაწევად.
გადახდის მრავალფეროვანი მეთოდების საშუალებით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს აქვთ შესაძლებლობა, მომხმარებელს შესთავაზონ:
ონლაინ გადახდები; (იქნება ეს ბარათით, ინტერნეტბანკით, Apple Pay-თ, Google pay-თ გადახდა. ასევე, Plus ან MR ქულებით გადახდა როგორც ონლაინ, ისე საქართველოს ბანკის ტერმინალის საშუალებით)
პროდუქტის ან სერვისის შეძენა როგორც ფიზიკურად- განვადებით, ასევე ნაწილ-ნაწილ მობილბანკიდან;
ონლაინ განვადებას მომხმარებელი ვებგვერდზე ღილაკის დამატებით, ფილიალში მისვლის გარეშე შეძლებს, ხოლო ფიზიკურ სივრცეში განვადება - მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მაღაზიაში სასურველი ნივთი მარტივად, QR კოდით შეიძინოს. რაც შეეხება ნაწილ-ნაწილ გადახდას, მისი მეშვეობით მომხმარებელი ნებისმიერი ნივთის თუ მომსახურების შეძენას კიდევ უფრო მარტივად და მოქნილად, მობილბანკიდან შეძლებს. ნივთის ან სერვისის ღირებულებას კი ნაწილ-ნაწილ, რამდენიმე თვის განმავლობაში დაფარავს, ყოველგვარი დამატებითი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საქართველოს ბანკი სთავაზობს ბიზნესს ერთადერთ ტერმინალს საქართველოში, რომელიც ნებისმიერი ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა, თანაც ისე, რომ მომსახურების გამწევს ან პროდუქტის გამყიდველს თანხა მომენტალურად ერიცხება ანგარიშზე.
ბიზნესის კიდევ უფრო ხელშეწყობის მიზნით, ასევე, ბანკის გადახდის არხებისა და გაყიდვების გასაზრდელად, საქართველოს ბანკმა შექმნა bogpay.ge - გადახდების ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებელს სასურველი სერვისების მიღება ნებისმიერი ადგილიდან, ონლაინ, 24/7-ზე შეუძლია. (ბიზნესის მეტი კომფორტისთვის ასევე ხელმისაწვდომია როგორც Bog Pay-ს აპარატები, ასევე ინტერნეტ და მობილბანკის საშუალებით გადახდები)
„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, აცნობიერებს თანამედროვე სამყაროში ბიზნესის განვითარებისთვის მომენტალური გადახდების, სწრაფი ბიზნეს ოპერაციებისა და მომხმარებლის კმაყოფილების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვქმნით სერვისებსა და პროდუქტებს, რომლებიც მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტულია, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეს ხელს უწყობს მომხმარებლის კმაყოფილების, მეორეს მხრივ კი ბიზნესის ზრდას და მისი პოტენციალის სრულად ათვისებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბეჟიაშვილმა.
საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი გადახდის მეთოდებზე მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3h5qeTz
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა