თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები, იძულებული ვიქნებით გარკვეული კადრები გავასაჯაროვოთ - რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 21:51 | 13.12.2022
ნანახია: 266

თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები, იძულებული ვიქნებით გარკვეული კადრები გავასაჯაროვოთ,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

"რა თქმა უნდა, სიმულციებთან გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ. მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა გარკვეული სიმულაციები არის. ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობს. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო, როგორც მას, ასევე, მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, თამამად უნდა ითქვას, რომ სრულფასოვან მკურნალობას ვერ ვხედავთ, სიმულაციებს აქვს ადგილი.

რა თქმა უნდა, არსებობს დამადასტურებელი მასალა, ასეთი არის ვიდეო-მასალა. ეს ვიდეო-მასალა ნათლად აჩვენებს, რომ ეს ადამიანი ხელს უშლიდა ექიმების საქმიანობას და ასევე, სასამართლოს საქმიანობას. ჩვენ ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი და, ასევე, იმის დადასტურება, რომ საქართველოში არავის აწამებენ, და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი. თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები, იძულებული ვიქნებით გარკვეული კადრები გავასაჯროვოთ," - განაცხადა რატი ბრეგაძემ .




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე