ფოტიგას გადასაწყვეტი არ არის, რა ხდება საქართველოში - "ქართული ოცნების" დეპუტატი

საქართველო, თბილისი - 16:16 | 13.12.2022
ნანახია: 198

ფოტიგას გადასაწყვეტი არ არის, რა ხდება საქართველოში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა.

"ანა ფოტიგა არც პროკურორია და არც მოსამართლე. აქ არის სამართლებრივი სახელმწიფო და სახელმწიფო იღებს [გადაწყვეტილებას]. პარლამენტში ნებისმიერმა პარლამენტის წევრმა რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ იხელმძღვანელოს იმ გამონათქვამით, რასაც გამოთქვამს. უნდა იხელმძღვანელოს კანონით, წესით... არსებობს კანონი, წესი და ისე გაკეთდება ეგ თემა. ხომ დაინიშნა სასამართლო? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებას, ის გადაწყვეტილება იქნება საბოლოო.

ფოტიგას გადასაწყვეტი არ არის, რა ხდება საქართველოში, საქართველოში გადასაწყვეტი არის კანონმდებლობიდან გამომდინარე ყველა თემა", - თქვა დეპუტატმა.

12 დეკემბერს ევროპარლამენტარებმა - ანა ფოტიგამ და მირიამ ლექსმანმა მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან ერთად ბრიფინგი გამართეს. ფოტიგამ საქართველოს პრეზიდენტსა და ქართულ ოცნებას მიმართა მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე