დაუძლურებული ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა, არის პოლიტიკური კანიბალიზმი - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:00 | 13.12.2022
ნანახია: 191

შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, მასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შერცხვება, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს უდიერად საუბრობს, - ამის შესახებ ლელოს წევრის სალომე სამადაშვილი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა, არის პოლიტიკური კანიბალიზმი

"იმედია, ხვალ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა შესაძლებლობა, საჯაროდ მიმართოს სასამართლოს.

შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, მასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შერცხვება, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს უდიერად საუბრობს.

მძიმედ დასნეულებული და დაუძლურებული ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა, არის პოლიტიკური კანიბალიზმი, მეტი არაფერი.

ვერ წარმომიდგენია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რაიმე სხვა დასკვნა გამოიტანოს, გარდა იმისა, რომ სასწრაფოდ გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ უცხოეთში", - აცხადებს ის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე