ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა. მიხეილ სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო - შალვა ხაჭაპურიძე

საქართველო, თბილისი - 15:44 | 13.12.2022
ნანახია: 185

ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა. მიხეილ სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომელიც კლინიკა "ვიამედში" იმყოფებოდა.

"ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა. მიხეილ სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით, უჭირდა და საუბრის დროს ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც [...] ასეთი ეპიზოდი 3-4 ჯერ იყო. რომ შევედი, იწვა და ვხედავდი, რომ უკვე აღარ მელაპარაკებოდა". - ამბობს ხაჭაპურიძე.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე ჩაერთოს.

"მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სხდომაზე ჩაერთოს. შეეცდება, რომ რაღაც თქვას, რა თქმა უნდა, თუ შეძლო, მაგრამ თუ ასეთივე მდგომარეობაში იყო, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, ჩართვით კი ჩაერთვება". - თქვა ხაჭაპურიძემ.

14 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე