ხელისუფლებაში, ასევე ქვეყნის გარეთ, გარკვეულ ჯგუფებს აქვთ ინტერესი, სააკაშვილი პოლიტიკურად განეიტრალებული იყოს. ამას ვუკავშირებ, მისი მდგომარეობის დღითიდღე გაუარესებას - პაატა მანჯგალაძე

საქართველო, თბილისი - 15:25 | 13.12.2022
ნანახია: 294

არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებაში, ასევე ქვეყნის გარეთ გარკვეულ ჯგუფებს აქვთ ინტერესი, სააკაშვილი პოლიტიკურად განეიტრალებული იყოს. ამას ვუკავშირებ, მისი მდგომარეობის დღითიდღე გაუარესებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ის არ გამოვრიცხავს, რომ ვინმეს ვსურვილი ჰქონდეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაზიანდეს იმ დონემდე, რომ ქმედითუუნარო გახდეს, ანუ მცენარის მდგომარეობაში გადააქციონ.

„არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებაში, ასევე ქვეყნის გარეთ გარკვეულ ჯგუფებს აქვთ ინტერესი, სააკაშვილი პოლიტიკურად განეიტრალებული იყოს. ამიტომ ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანებიდან ან რუსული გავლენის გაძლიერებიდან გამომდინარე, უნდათ, მიხეილ სააკაშვილი იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. სწორედ ამას ვუკავშირებ, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, რასაც თავად მას აბრალებენ, თითქოს ადამიანმა თვითმკვლელობა განიზრახა, ღარიბაშვილმა კი ღმერთის ნების აღსრულებას მიანდო ყველაფერი. ეს არის ფარისევლობა. მიხეილ სააკაშვილი მაღალი ალბათობით, არის მოწამლული, როგორც საუბრობს ამერიკული ლაბორატორია ერთ-ერთ დასკვნაში. ეს მაფიქრებინებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რათა ტყვიის გარეშე, ნელ-ნელა მისი პოლიტიკური სივრციდან გაყვანა მოხდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროპარლამენტის დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ რასაც ვსაუბრობ, სწორედ ასეთი ვარაუდები აქვთ ჩვენს პარტნიორებს – სამართალთან და სასამართლო პროცესთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმესთან, სადაც მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალება. განეიტრალებაში არ ვგულისხმობ მხოლოდ გარდაცვალებას. არ გამოვრიცხავ, ვიღაცას სურვილი ჰქონდეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაზიანდეს იმ დონემდე, რომ ქმედითუუნარო გახდეს, ანუ გადააქციონ მცენარის მდგომარეობაში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე