მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ვერ ჩაუტარდება სათანადო მკურნალობა. იგი აშშ-ის ან ევროპის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ - მასიმო დანჯელო

საქართველო, თბილისი - 22:21 | 12.12.2022
ნანახია: 186

მიხეილ სააკაშვილს არა მხოლოდ აწამებდნენ, არამედ აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც მის მდგომარეობას ართულებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ექიმებისგან შექმნილი გუნდი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მას არა მხოლოდ აწამებდნენ, არა მხოლოდ მოწამლული იყო, არამედ აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც მის მდგომარეობას ართულებს“, - განაცხადა დანჯელომ.

მისი თქმით, იმ 14 წამლიდან, რომლებსაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ, ერთი წარმოებული იყო რუსეთში და ტოქსიკურად მოქმედებდა მის ნერვულ სისტემაზე.

„მას სჭირდება სიცოცხლის გადარჩენის მკურნალობა. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. გვინდა მოვისმინოთ ხმები და იმედი გვაქვს, რომ ეს ხმები იქნება გაჟღერებული და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნება გადარჩენილი. რა დასკვნაც ჩვენ გამოვიტანეთ, არის ის, რომ მას საქართველოში ვერ ჩაუტარდება სათანადო მკურნალობა. იგი სადმე აშშ-ის, ან ევროპის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ“, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ სტრასბურგში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე