სეკულარულ სახელმწიფოში რა შუაშია საპატრიარქო, ნებისმიერ პოლიტიკურ ან ქვეყნის თავდაცვის საკითხზე რაიმე ექსკლუზიური ფუნქცია ან უფლება გააჩნია? - ბოკერია

საქართველო, თბილისი - 19:40 | 12.12.2022
ნანახია: 192

სეკულარულ სახელმწიფოში რა შუაშია საპატრიარქო, ნებისმიერ პოლიტიკურ ან ქვეყნის თავდაცვის საკითხზე რაიმე ექსკლუზიური ფუნქცია ან უფლება გააჩნია? - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბიბლიური თავისუფლების გაუქმების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

"დღევანდელი მანკიერი სისტემა რომ შესაცვლელია, ეგ უდავოა, ან უნდა გვქონდეს პროფესიული სისტემა, სადაც არავის იძულება არ ხდება, ან თუ ზოგადად არსებობს გაწვევის იძულება, ის თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს ნებისმიერი რელიგიური მრწამსის ადამიანზე და შეიძლება იყოს ალტერნატიული სამსახური, სადაც პაცეფისტური მიდრეკილების ადამიანი იარაღს ხელში არ აიღებს, მაგრამ სანიტარი იქნება და ასე შეიტანს თავის წვლილს ქვეყნის დაცვაში.

თუმცა, ამ განცხადების ამოცანა ეგ კი არ არის, ყველაზე სკანდალური ნაწილი ამ განცხადებაში არის ის, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით გავაკეთეთო, სეკულარულ სახელმწიფოში რა შუაშია საპატრიარქო?! ნებისმიერ პოლიტიკურ ან ქვეყნის თავდაცვის საკითხზე რაიმე ექსკლუზიური ფუნქცია ან უფლება გააჩნია?!

ამ განცხადების ამოცანა ამ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ზრდა არ არის, ამას ივანიშვილისგან და ღარიბაშვილისგან არ მოელის არავინ, ეს არის გუნდრუკის კმევა და ზოგადად ამ რეჟიმის გარიგება საპატრიარქოსთან, იმიტომ რომ მათთვის პოლიტიკურ მოკავშირეს წარმოადგენს ანტიდასავლურ, პუტინისტურ პროპაგანდაში. ეს არის ამ განცხადების ყველაზე სამარცხვინო ნაწილი. ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი რეფორმა და ევროპული საქართველო ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ამ რეფორმის ხედვაზე პროექტ ახალი რესპუბლიკის ფარგლებში", - აცხადებს გიგა ბოკერია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიბლიური თავისუფლების გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხი გავლილი აქვთ საპატრიარქოსთანაც.

"ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. არ შეიძლება, ამაზე თვალი დავხუჭოთ. ჩვენი ვალია, ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც. ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ. აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ეს ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე