ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 18:29 | 12.12.2022
ნანახია: 173

არ ვაპირებთ ბრძოლას "ბიბლიური თავისუფლების" გადარჩენისთვის, ვაპირებთ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, -ამის შესახებ  "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია მთავრობის სხდომაზე მიღებულ დღევანდელ გადაწვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა .

"ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში უანგაროდ ვეხმარებოდით მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდოდათ იძულებით რაღაცის კეთება, იმის ნაცვლად, რომ მადლობები მიგვეღო, მივიღეთ ძირითადად ლანძღვა-გინება, ვერც ხალხისგან მივიღეთ მხარდაჭერა იმის მიუხედავად, რომ უამრავ ადამიანს დავეხმარეთ. ამ პროცესს ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და გვაინტერესებს, სადამდე წავა ეს ამბავი, თუმცა, არ ვაპირებთ ბრძოლას "ბიბლიური თავისუფლების" გადარჩენისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით ამას, რაც ავტომატურად გამოიწვევდა "ბიბლიური თავისუფლების" გაუქმებას," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე