ვერაფერს ვიტყვი, ვისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც დაბრუნებაზე მიიღო გადაწყვეტილება, მიგვაჩნია, რომ ეს იყო შეცდომა, დღეს ეს მეორეხარისხოვანია. პირველი ამოცანაა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:52 | 12.12.2022
ნანახია: 177

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩამოსვლაზე მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო შეცდომა. მისივე თქმით, ახლა ეს საკითხი მეორეხარისხოვანია, რადგან გადაუდებელი ამოცანაა სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა.

„ვერაფერს ვიტყვი იმის თაობაზე, ვისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც დაბრუნებაზე მიიღო გადაწყვეტილება. შემიძლია, გავიმეორო ჩვენი პოზიცია – მიგვაჩნია, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. პირველი გადაუდებელი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა. ვფიქრობ, დანარჩენს საზოგადოებას თავად ეტყვის მიხეილ სააკაშვილი, როცა ამის დრო მოვა, მაგრამ ფაქტი ერთია, როგორც ჩანს, შეცდომაში შეიყვანეს. გამიჭირდება, გითხრათ, ეს გამიზნული იყო, თუ იყო შეცდომა იმ ადამიანების, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, მაგრამ იმედი მაქვს, საზოგადოება მეტს გაიგებს მომავალში. ამაზე ინტერესი ძალიან დიდია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე