მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:49 | 12.12.2022
ნანახია: 175

სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება ამის რეფორმირება და მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით,  აქამდე ეს იყო გაფანტული და არ იყო ეფექტური.

„მინიმუმ იქნება 6-თვიანი პროგრამა, ეს არ იქნება უბრალოდ თეორიული სწავლება, ეს იქნება ინტენსიური საბრძოლო სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ, პირს ექნება მოხდილი სავალდებულო სამხედრო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა.

გაწვევას, რეგიონული სამინისტროს ნაცვლად, განახორციელებს თავდაცვის უწყება და ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ ამოქმედდება 2025 წლის პირველი იანვრიდან. ასევე, გვინდა რეგიონებში ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები, რომ გაუადვილდეთ ახალგაზრდებს ინფორმაციის მიღება და რომ მოხდეს კომფორტულად რეკრუტირება. ეს პროექტი დაგვიჯდება დაახლოებით 80 მილიონ ლარზე მეტი.

სტუდენტები, 23 წლის ასაკამდე, ვინც გადაწყვეტს, რომ სამხედრო წვრთნა გაიაროს სტუდენტობის პერიოდშივე, 4 წლის ვადაში მათ შეეძლება, რომ ამ პროგრამაში ჩაერთონ.  წელიწადში დაახლოებით ინტენსიური მომზადების 1 თვიანი პროგრამა იქნება სამხედრო ბაზებზე და გაივლის სამხედრო საბრძოლო მომზადების პროგრამას. ანუ იქნება 4 წლიანი პროგრამა, წელიწადში 1 თვე სამხედრო ბაზაზე ინტენსიური მომზადება და სტუდენტობის შემდეგ, 4 წლის შემდეგ, მათ ჩავუთვლით სავალდებულო სამხედრო სამსახურს მოხდილად და მიენიჭება რეზერვის რიგითი სამხედრო წოდება“, - თქვა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე