სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი - კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:19 | 12.12.2022
ნანახია: 197

სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება და მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის.

"პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი ან რაიმე პროფილით განსხვავებული არ არის. შესაბამისი უწყება ყველა პატიმართან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ზოგადად, პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა", - განაცხადა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე