დღეს პოლიტსაბჭოზე ყველა გადაწყვეტილება იყო კონსენსუსით მიღებული - ლევან ხაბეიშვილი

საქართველო, თბილისი - 19:00 | 11.12.2022
ნანახია: 258

ჩვენთვის პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი არის მნიშვნელოვანი. მათსავე წარმოდგენილ თარიღს დავეთანხმეთ ერთხმად. ამ პარტიაში შარზე არავინ არის, პარტიას სჭირდება გაძლიერება, სტაბილურობა და შესაბამისად, ეს ტურბულენცია უნდა მორჩეს სწრაფად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, "დღეს პოლიტსაბჭოზე ყველა გადაწყვეტილება იყო კონსენსუსით მიღებული". მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა.

"ოთახიდან პროცესებს ვერც მართავ პოლიტიკურს და ვერც აწარმოებ შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, მე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ვიყავი, ვხვდები ჩვენს აქტივისტებს და მთავარი თემა გახლავთ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება და მობილიზება რომ პარტია იყოს ძლიერი. ჩემი საქმე არის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა და არა პარტიაში შიგნით განხვავებები ვეძებო და ვთქვა, რომ ამან ასე ქნა, იმან ასე თქვა... ცხადია, დავეთანხმეთ, პარტიას ახლა სჭირდება ერთობა", - თქვა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თარიღად 28-29 იანვარი განისაზღვრა.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე