ეს არის მტრული განზრახვით გავრცელებული, რათა ეჩვენებინათ, რომ მშვენივრად არის - გიული ალასანია სააკაშვილის ფოტოებზე

საქართველო, თბილისი - 15:25 | 10.12.2022
ნანახია: 236

არ ვიცი, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გავრცელება, ეს არის მტრული განზრახვა, რათა ეჩვენებინათ, რომ მშვენივრად არის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს „ვივამედთან“ განუცხადა.

„ჩემს შვილს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა. ახლა, როგორც ყოველთვის იწვა. მის გვერდით ვიჯექი. ტელევიზორში ჩართული იყო კიევი და უცბად უკრაინა აჩვენებს ამ ფოტოებს. ამბობენ, რომ იმასთან შედარებით 10 კილო აქვს დაკლებული. უკაცრავად, 10 კი არა, 25 კილო აქვს დაკლებული. ლანდიც აღარ არის, რაც იყო. ვინც ეს გაავრცელა, ეს არის მტრული განზრახვით გავრცელებული, რათა ეჩვენებინათ, რომ მშვენივრად არის. მე არ ვიცი, როგორ მოხდა ფოტოების გავრცელება, ძალიან გაკვირვებული ვარ. ვიღაცამ ამერიკელ ადვოკატსაც კი დაურეკა და კაცი აღშფოთებული იყო, მე არავითარი სურათი თვალით არ მქონდა ნანახიო. ვიღაცას უთქვამს ოჯახმა გაავრცელაო, რომელმა ოჯახმა, ძალიან მაინტერესებს. საიდან მქონდა მე, საიდან მიმესვლებოდა. ეს მასალები დალუქული შედის სასამართლოში და შემდეგ მხოლოდ ადვოკატს აქვს უფლება. გავრცელებაზე არავის თანხმობა არ იყო. ჩემს თვალწინ პირველად დაინახა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აქამდეც გამოთქვამდა სურვილს, ჩართულიყო სასამართლო პროცესში.

„სასამართლოზე ჩვენ დღეს არ გვისაუბრია, თუმცა აქამდე სულ გამოთქვამდა სურვილს, მისულიყო ამ მდგომარეობაში, საკაცით იქნებოდა, თუ ეტლით. ყველა ფორმით მისვლაზე იყო თანახმა, რომ ყოფილიყო სასამართლოზე. არ ვიცი, რა იქნება 14-ში, ჯერ ხომ უნდა მიაღწიოს ადამიანმა იმ ოთხშაბათამდე. შემდეგ იწყება ახალი წლები და მერე კარგად მეყოლეთ“, – განაცხადა ალასანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე