ნეტავ, ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა, როგორსაც ფოტოზე ვხედავთ - ეკა ხერხეულიძე | ფოტო

საქართველო, თბილისი - 12:27 | 10.12.2022
ნანახია: 279

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ საკასვილის ფოტპები, რომლეიც მედიით გავრცელდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას არ ასახავს.

"მაქსიმალურად თავშეკავებით ვიტყვი - ფოტო,რომელიც გავრცელდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას არ ასახავს. მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, როცა ადამიანის ბედი წყდება და საზოგადოების მაღალ ინტერესს ძველი ფოტოების ტირაჟირებით აკმაყოფილებენ. ნეტავ,ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა, როგორსაც ფოტოზე ვხედავთ. ადამიანი იმის ნახევარია. იმედია,შეცდომაში შეყვანილი მედია დროულად დაადგენს ფოტოს გადაღების თარიღს. განვმეორდები-ნეტა,ასე გამოიყურებოდეს დღეს მიშა", - წერს ხერხეულიძე.

შაბათის ფორმულამ კლინიკა ვივამედიდან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გაავრცელა. გადაცემის ცნობით, ეს სურათები 29 აგვისტოთი თარიღდება.

2022/12/09/4f2rrfq6ir38jww.jpg




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე