იმედია, საღი აზრი გაიმარჯვებს და არ გაწირავენ ქვეყანას ისეთივე დაპირისპირებისთვის, რაც 90-იან წლებში გვქონდა - ნუგზარ წიკლაური

საქართველო, თბილისი - 17:01 | 09.12.2022
ნანახია: 201

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საზოგადოება არ შეეგუება ქვყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას.

"ხალხი არ შეეგუება იმას, რომ მის თვალწინ კლავდნენ მის მოქალაქეს და მესამე პრეზიდენტს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მინიმალური საღი აზრი გაიმარჯვებს ამ მთავრობაში და არ გაწირავენ ქვეყანას ისეთივე დაპირისპირებისთვის, რაც 90-იან წლებში ჩვენ გვქონდა”, - განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი.

როგორია პირველი პოლიტიკური შეფასებები, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ - "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხე, სწრაფად უნდა დასრულდეს, ვინაიდან ყოველი დღე, მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე