დასკვნა დაიდო უკვე, რომ ის უცხო ქვეყნის მიერ არის მოწამლული - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 16:58 | 09.12.2022
ნანახია: 245

პარლამენტის წევრი და პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დრო ძალიან ცუდად მოქმედებს.

"ერთადერთი, რისიც ძალიან მეშინია და ყველა ძალიან ვღელავთ ეს არის დრო, რომელიც საერთოდაც არასდროს არ მუშაობს ცუდად მყოფ პაციენტზე და მესამე პრეზიდენტზე ეს დრო არ მუშაობს. ის, რომ ის რუსეთთან დაპირისპირებული პრეზიდენტია, მე ვფიქრობ, ყველა კარგად ვხედავთ და დასკვნა დაიდო უკვე, რომ ის უცხო ქვეყნის მიერ არის მოწამლული და უცხო ქვეყანა საქართველოსთვის ერთადერთი ჯოჯოხეთი არსებობს, რომელსაც ჰქვია პუტინი და რუსეთი”, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე