ნახევრად მოხალისეების არ მჯერა, ადამიანი არის ან მოხალისე, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 19:13 | 08.12.2022
ნანახია: 217

თავიდან ამბობდნენ, რომ არ ხდება თანხების სანაცვლოდ უკრაინაში ქართველების ჩაყვანა, თუმცა საბოლოოდ გამოაშკარავდა სხვა რამ და ახლა ამბობენ, რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ყველაფერი. ნახევრად მოხალისეების არ მჯერა, ადამიანი არის ან მოხალისე, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

„ვიღაც თუ მიდის საქართველოდან, ირიცხება, მაგალითად, უკრაინის თავდაცვის ძალებში, გამოდის, რომ ის ხდება უკრაინის მოქალაქე. მაგალითად, საქართველოში ვინმე რომ ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის უნდა იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე. თავდაცვის ძალები ძირითადად უკავშირდება სუვერენიტეტს, არამოქალაქე რომ ჩაირიცხოს, არ მგონია, ასეთი რამ სადმე ხდებოდეს. ეს არის სამართლებრივი მხარე, პოლიტიკურად არ მინდა, შევიდე ამ თემაში. თავიდან ამბობდნენ, რომ არ ხდება თანხების სანაცვლოდ უკრაინაში ქართველების ჩაყვანა, თუმცა საბოლოოდ გამოაშკარავდა სხვა რამ და ახლა ამბობენ, რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ყველაფერი. ნახევრად მოხალისეების არ მჯერა, ადამიანი არის ან მოხალისე, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე