ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება - მიხეილ დაუშვილი

საქართველო, თბილისი - 14:28 | 08.12.2022
ნანახია: 222

ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“. ამ პასუხისმგებლობის შესრულება-არშესრულებას ვერავის გადააბრალებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

„ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“. ამ პასუხისმგებლობის შესრულება-არშესრულებას ვერავის გადააბრალებენ. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ როდესაც ხელისუფლება ინფორმაციას სათანადოდ არ ავრცელებს, ამ დროს ჩნდება სივრცე ბევრი სხვა ინფორმაციისთვის. სწორედ ამიტომ მოქალაქეს ვერ გაუგია სააკაშვილის რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერთი მხარე ამძიმებს, მეორე ამსუბუქებს და საზოგადოებამ ვერ გაიგო, სიმართლე სად არის. ხელისუფლებისგან ადეკვატური და სწორი ინფორმაცია არ გვაქვს, რეალურად, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გამოსავალიც ამაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე