ბათუმი „სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის” პირველ საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 18:15 | 04.03.2016
ნანახია: 1334

ბათუმი "სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის” პირველ საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა "EXPOMED BATUMI 2016″-ი მიმდინარე წლის 14-16 აპრილს,  სასტუმრო “შერატონში” გაიმართება.

როგორც გამოფენის ორგანიზატორები განმარტავენ, საერთაშორისო გამოფენა “EXPOMED BATUMI  2016”  ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას.

გამოფენაზე მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა  ქვეყნის  წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. გამოფენის მსვლელობისას  ჩატარდება პრეზენტაციები, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წარდგენა,  მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა  ორმხრივი შეხვედრები. 

აღსანიშნავია, რომ გამოფენის ორგანიზატორი საგამოფენო კომპანია “Geonet Expo”-ა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე