ღარიბაშვილმა თავად მიიღოს დარიშხანი და შემდეგ დაელოდოს ღმერთის ნების აღსრულებას - პაატა მანჯგალაძე

საქართველო, თბილისი - 12:07 | 08.12.2022
ნანახია: 257

ღარიბაშვილი თუ ასე ღრმადმორწმუნეა, თავად შეუძლია, მიიღოს დარიშხანი და შემდეგ დაელოდოს ღმერთის ნების აღსრულებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ყველას სიცოცხლე აბარია ღმერთს და ვერ იქნება ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი.

„წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ვნახეთ ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან. დაწყებულია ძალიან ბინძური პროპაგანდა, რომ თურმე სააკაშვილი თვითგანადგურებას ეწევა და მათი პასუხისმგებლობა არ არის. ღარიბაშვილი უფრო შორს წავიდა და ეს ყველაფერი ღმერთს დააბრალა. სააკაშვილთან დაკავშირებით სახეზეა აშკარა შეთქმულება. ღარიბაშვილი თუ ასე ღრმადმორწმუნეა, თავად შეუძლია, მიიღოს დარიშხანი და შემდეგ დაელოდოს ღმერთის ნების აღსრულებას. სასამართლოს აქვს ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ სააკაშვილის აღკვეთის ღინისძიება შეიცვალოს და მას მიეცეს სამკურნალოდ გადაყვანის შესაძლებლობა. ყველაფერს გავაკეთებთ კონსტიტუციის ფარგლებში, რომ ადამიანი, ტყვე, რომელიც ხელისუფლების მძევალია, არ იყოს მოკვდინებული რუსული სპეცსამსახურების მიერ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე