ეს ემოციის გამოხატვაა - ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ უწოდა „საწყალი ბიჭები" უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს

საქართველო, თბილისი - 19:39 | 07.12.2022
ნანახია: 286

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ თავისი სიტყვები "საწყალი ბიჭები" ემოციის გამოხატვისთვის გამოიყენა.

მისი თქმით, ეს სიტყვა ნებისმიერ ადამიანზე შიეძლება გამოიყენო, რომელიც გარდაიცვლება:

"ადამიანი, რომელიც შეგეცოდება, ან გარდაიცვლება, ახლობელი იქნება თუ სხვა, ხშირად შეიძლება გამოიყენო უბრალოდ ეს ტერმინი, რომ შეგეცოდება. ადამიანი, რომელიც დაიღუპა შეიძლება შეგეცოდოს და გულწრფელად გამოხატო შენი ემოცია. ეს ემოციის გამოხატვაა და ემოციის გამოხატვაზე ადამიანს უთხრა, რატომ გამოიყენე ეს სიტყვა, ეს არის არ ვიცი" , - თქვა მან.

მთვრობის სხდომაზე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე საუბრისას ღარიბაშვილმა თქვა - "საწყალი ბიჭები".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე