მესტიის მიმართულებით ახალი ავიარეისები დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 17:58 | 04.03.2016
ნანახია: 1295

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ახალ შიდა ავიამიმართულებებს ამატებს - 10 მარტიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება ავიარეისები ნატახტარი - ქუთაისისა და ქუთაისი - ნატახტარის მიმართულებით.

რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის იქნება 50 ლარი, ბავშვებისთვის - 35 ლარი, ხოლო ჩვილთათვის მგზავრობა უფასო იქნება.

ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება ფრენები მესტია - ქუთაისი და ქუთაისი - მესტიის მიმართულებით, ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის იქნება 40 ლარი, ბავშვებისთვის - 28 ლარი, ჩვილებისთვის უფასო.

ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ხორციელდება რეისები კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას), ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 65 ლარია, ხოლო ბავშვებისთვის - 45 ლარი (ჩვილებისათვის მგზავრობა უფასოა). 2015 წლის განმავლობაში აღნიშნული რეისით 4,458 მგზავრმა ისარგებლა.

რეისებს ავიაკომპანია „სერვისეარი“ შეასრულებს ახალი 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით. ნატახტარი - მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია „Vanilla Sky”-ში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე