ვერ იკვებება, თუ არ იკვებება, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მის ძირითად დაავადებასთან - ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 15:39 | 07.12.2022
ნანახია: 342

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი არ შიმშილობს, არამედ არასრულფასოვნად იკვებება. მისივე თქმით, შიმშილობა რომ გამოცხადებულიყო პაციენტის იტორიაში გაფორმებული იქნებოდა.

"რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებით, მკურნალმა ექიმმა ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ, გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ არასრულფასოვნად იკვებება ადამიანი, აქ საუბარი არის არა შიმშილობაზე, შიმშილობა რა თქმა უნდა, არ არის გამოცხადებული, თორემ შიმშილობას სხვადასხვა პროცედურებია და ეს პროცედურები სხვანაირად ფორმდება ისტორიაში, ისტორიაში, რა თქმა უნდა, დაფიქსირებულია, რომ არასრულფასოვნად იკვებება და ისიც მცირე ულუფებით და ხშირ შემთხვევაში არ იკვებება", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

მისი თქმით, ვერ იკვებება ადამიანი თუ არ იკვებება ეს შეიძლება დაკავშირებული იყო მის ძირითად დაავადებასთან.

"რაც შეეხება ზონდით კვებას, არსად ხსენებული არ იყო, რომ იძულებით კვებაზეა აქ საუბარი, თუ იქ ადამიანს აქვს საკვების მიღების პროცესში გულისრევის შეგრძნება, ღებინება და ვერ იღებს ამის გამო ან არ იღებს ამის გამო საკვებს, ამ შემთხვევაში გამოიყენება ზონდი, მაგრამ რა თქმა უნდა, პაციენტთან შეთანხმებით", - თქვა მან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე