პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს სიმართლის დასამალად - ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:45 | 07.12.2022
ნანახია: 376

პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ჩემთვის ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და სიმართლე დამალოს, - ამის შესაებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამას ადასტურებს ყველა სამედიცინო დასკვნა, რომელიც გაკეთებულია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამას ადასტურებს სახალო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ჯგუფის დასკვნები, ქართველი თუ უცხოელი ექიმების მიერ გაკეთებული დასკვნები, ანალიზის შედეგები. ამერიკელი ექსპერტის დასკვნაში პირდაპირ საუბარიც კი არის შესაძლო მოწამვლის საკითხთან დაკავშირებით. ფაქტია, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, ყოველდღიურად მძიმდება. შესაბამისად, ადამიანურად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ჩემი ამოცანა იყო, გულწრფელად მენახა მიხეილ სააკაშვილი. ერთი მხრივ, სააკაშვილი გამემხნევებინა, მეორე მხრივ, პირადად მენახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართე. პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ჩემთვის ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და სიმართლე დამალოს“, – განაცახდა გიორგი ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე