მიხეილ სააკაშვილმა ნიმუშების აღებაზე დღეს უარი განაცხადა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებოს წარმომადგენელი

საქართველო, თბილისი - 13:25 | 07.12.2022
ნანახია: 149

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა,  ვასილ კაკაშვილმა კლინიკა "ვივა მედი" დატოვა. გამომძიებელმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნიმუშების აღებაზე დღეს უარი განაცხადა და მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 

"ვიყავი შესული ბატონ მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო მოქმედების, ნიმუშის აღების მიზნით. შევთავაზეთ ნიმუშის აღება, თუმცა უარი განაცხადა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. იმ მიზეზით, რომ მისი განმარტებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დღეს არ სურდა ნიმუშის აღება, თუმცა მას საბოლოოდ უარი არ უთქვამს ნიმუშის აღებაზე და მომდევნო დღეებში ჩატარდება ეს საგამოძიებო მოქმედება",- თქვა მან. 

კაკაშვილის განმარტებით, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი ნიმუშის წარდგენა. ადვოკატის განცხადებაზე, რომ მძიმე მეტალების აღმოჩნა თმის ან ფრჩხილის ნიმუშით ხდება და არა სისხლის ნიმუშით, გამომძიებელმა თქვა, რომ ამ საკითხში ეყრდნობიან ექსპეტიზის ეროვნულ ბიუროს. 

"ჩვენ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოგვმართა კონკრეტული ნიმუშის წარდგენის მოთხოვნით, რომლითაც ისინი თვლიან, სავარაუდოდ, რომ გაგვცემენ პასუხებს ყველა გაჟღერებულ საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო გაიდლაინებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენ ვეყრდნობით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს",- თქვა კაკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, მძიმე მეტალების აღმოჩენა ორგანიზმში ხდება ფრჩხილის ან თმის ნიმუშების კვლევით. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე