მიხეილ სააკაშვილი ვერ იკვებება, მე ხომ მოწმე ვარ ამის - გიული ალასანია

საქართველო, თბილისი - 19:27 | 06.12.2022
ნანახია: 183

ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს უჭირს, მე ხომ მოწმე ვარ ამის, - ამის შესახებ მიეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ეხმიანება "ვივამედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცადებას, რომ ექს-პრეზიდენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, სასურველ დღეებში და ის უფრო არ ჭამს, ვიდრე ვერ ჭამს.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რეანიმაციაში გადაჰყავთ, ეს იყო მცდარი ინფორმაცია. რაც შეეხება წაქცევას, რამდენიმე დღის წინ მართლაც ჰქონდა დალურჯებული. ნამდვილად უჭირს ადგომა. ჯანმრთელი ადამიანიც შეიძლება წაიქცეს. რაც შეეხება კვებას, უარს კი არ ამბობს, ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს, უჭირს. სურვილის მიხედვით არა, მოწმე ვარ იმის, რომ ვერ იღებს საკვებს“, – განაცხადა ალასანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე