იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს - "ვივამედი"

საქართველო, თბილისი - 18:00 | 06.12.2022
ნანახია: 206

იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, ისიც სასურველ დროს, სასურველ დღეებში - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკური დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არასწორია.

"მდგომარეობა არის სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია, შესაბამისად გრძელდება მკურნალობა. წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, იყო უმნიშვნელო წნევის ცვალებადობა.

მისი დაავადებიდან გამომიდინარე, რა თქმა უნდა პაციენტს უკეთდება ყველა სამკურნალო საშუალება რაც დღეისთვის გამოიყენება, მაგრამ მოგეხსენებათ, მკურნალობა არის რთული პროცესი, ამიტომ ბევრი რამეა დამოკიდებული პაციენტზეც, ამიტომ კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ- არ

რატომ ველოდებით უარესს? მდგომარეობა მისი არის საყურადღებო, რა თქმა უნდა, მაგრამ გრძელდება მკურნალობა და შესაბამისად, უკეთდება ყველაფერი, მაგრამ კიდევ გეუბნებით, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც, პაციენტი უნდა იკვებებოდეს სრულფასოვნად." აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე