ყველაფერი იყო იმისათვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება - მდინარაძე კასიანოვის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 15:32 | 06.12.2022
ნანახია: 179

"ქართული ოცნების" წევრის, მამუკა მდინარაძის აზრით, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის დღევანდელი განცხადებები იმისთვის იყო გამიზნული, რომ ხელისუფლება დაზიანდეს.

მისივე თქმით, სამხედრო დახმარებას უკრაინას ვერ და არ გაუწევენ, რადგან ეს მხარედ დაფიქსირება იქნება. მდინარაძე ამბობს, რომ საქართველო უკრაინას სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს.

"კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და პირდაპირ ვიტყვი, იმისათვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება, პირდაპირ მიზანი ჩანდა, რადგან მან თქვა მთავარი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდი წინა დღეების განმავლობაში და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ირონიულადაც კი უდგებოდა ამ საკითხს, მათ უნდათ, და ეს თქვა პირდაპირ კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში ამ შემთხვევაში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ არის, არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას", - თქვა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე