სააკაშვილის საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე დავაყენებ - ანდრეი კასიანოვი

საქართველო, თბილისი - 14:08 | 06.12.2022
ნანახია: 181

უკრაინის მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, - ამის შესახებ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა. 

“პირადად მე არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად მე დავაყენებ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომის მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად”, - თქვა კასიანოვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე