ველოდებით, რომ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის პროცესი 2023 წლის თებერვლის დასაწყისში დასრულდება - კასიანოვი

საქართველო, თბილისი - 13:55 | 06.12.2022
ნანახია: 203

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის პროცესი 2023 წლის თებერვლის დასაწყისში დასრულდება.

„საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი აქტის მომზადების ეტაპზეა, რომლის შედეგებს ჩვენ ყველა ერთად გავიგებთ უკრაინის პრეზიდენტის ღია ბრძანებიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია კალენდარული და ფინანსური წლის დასასრული, რაც უკრაინაში უკიდურესად მძიმე ვითარების პირობებში დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს შესაბამისი ღონისძიებების მოსამზადებლად. ჩვენ ველით, რომ ეს პროცესი დასრულდება 2023 წლის თებერვლის დასაწყისში“, - განაცხადა კასიანოვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე