რადიკალებმა ჯერ საკუთარ ოჯახებში დაკიდონ შავი ლენტები - გურამ მაჭარაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:00 | 06.12.2022
ნანახია: 269

თუ უნდათ რადიკალებს, შავი ლენტები ჯერ ოჯახებში დაკიდონ, მერე მოუწოდონ ხალხს, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

"ყველა საკითხი გამოეცალათ, ვერ შეძლეს, ახალი წელი ვერ გადადეს, იმიტომ რომ ხალხმა თქვა, რომ ახალი წელი უნდა ვიზეიმოთ, მათ შორის კიევის მერი აპირებს, რომ ახალი წელი იზეიმოს და კიევის მერმა თქვა, რომ უნდა ვიზეიმოთ ახალი წელიო და ჩვენს რადიკალებს უნდათ, რომ ახალი წელი შავი ლენტებით აღნიშნონ. თუ ასე ძალიან უნდათ, ჯერ საკუთარ ოჯახებში დაკიდონ შავი ლენტები და მერე მოუწოდონ საზოგადოებას, რომ საზოგადოებრივ ნაძვის ხეზე შავი ლენტები დაკიდონ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მას შემდეგ, რაც კალაძემ თბილისის საახალწლო სლოგანად "მშვიდობის ქალაქი" გამოაცხადა, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, თავისუფლების მოედანზე სლოგანთან შავი ლენტები დაკიდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე